თავში

ლონდონის ავტობუსში პირბადის გამო ჯანდაცვის მუშაკი სასტიკად სცემეს

ლონდონის ავტობუსში პირბადის გამო ჯანდაცვის მუშაკი სასტიკად სცემეს
ლონდონის ავტობუსში პირბადის გამო ჯანდაცვის მუშაკი სასტიკად სცემეს

ლონდონის ავტობუსში მგზავრი პირბადის გამო დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მუშაკს თავს დაესხა. მსხვერპლი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველთა თქმით, 63 წლის დაზარალებული იატაკზე რამდენჯერმე დაეცა და თავის მძიმე ტრავმა მიიღო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება პირბადის არასწორად გამოყენების გამო დაიწყო.

"თავდამსხმელს, რომელსაც პირბადე ნიკაპზე ეკეთა, ეწყინა, რომ "NHS-ის" მუშაკი, რომელსაც სახე მთლიანად დაფარული ჰქონდა, მისგან მოშორებით გადაადგილდა, დაპირისპირებაც ამან გამოიწვია", - განაცხადეს პოლიციაში.

სავარაუდოდ, თავდამსხმელი 23-25 წლის, სპორტული აღნაგობის, მაღალი, შავგრემანი მამაკაცია.

პოლიციამ ძებნილი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და მოსახლეობას სთხოვა, მისი გამოჩენისთანავე დაუკავშირდნენ პოლიციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system