თავში

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტემპერატურის სკრინინგი დაიწყეს

​ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტემპერატურის სკრინინგი დაიწყეს
ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტემპერატურის სკრინინგი დაიწყეს

ლონდონში, ჰითროუს აეროპორტის საიმიგრაციო დარბაზში კორონავირუსზე მგზავრთა ტემპერატურის შემოწმება დაიწყეს. სპეციალურ დეტექტორებს ერთდროულად რამდენიმე მგზავრის თერმოსკრინიგის ჩატარება შეუძლია.

ჯერჯერობით დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში მგზავრთა ტემპერატურის შემოწმება სავალდებულო არ არის. ესპანეთმა ეს რეგულაცია მაისის დასაწყისში შემოიღო.

მიმდინარე კვირიდან დიდი ბრიტანეთის ყველა აეროპორტში მომუშავე პერსონალსაც და მგზავრებსაც ნიღბების ტარება მოეთხოვება. ახალი რეგულაციები კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. მისი შედეგები გასაანალიზებლად ბრიტანეთის ხელისუფლებას გადაეცემა.

აეროპორტებში ასევე მგზავრთა უკონტაქტო შემოწმების სისტემის ტესტირება დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system