თავში

ლონდონის პარკში ქალი ციყვის გამოკვების გამო დააჯარიმეს

ლონდონის პარკში ქალი ციყვის გამოკვების გამო დააჯარიმეს
ლონდონის პარკში ქალი ციყვის გამოკვების გამო დააჯარიმეს

ლონდონის პარკში 55 წლის მარია ლახუტი ციყვის გამოკვების გამო 120 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. ქალის თქმით, მან ციყვებს თხილეული მიუტანა, თუმცა პოლიციამ მისი ქმედება შეაფასა, როგორც მღრნელისთვის "ნაგვის" მიწოდება. ამის შესახებ Daily Mail წერს.

შემთხვევის დროს ქალი შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი ქალიშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დედამისი ციყვების სანახავად მიდის და საკვები მიაქვს.

"ეს ჯარიმა პარკირებისთვის მიღებულ ჯარიმაზე მეტია. პარკის ტერიტორიაზე არსად არ არის მითითებული, რომ ციყვისთვის საკვების მიწოდება არაკანონიერია და ჯარიმას ითვალისწინებს", - განაცხადა გოგონამ.

მარიამ მიღებული ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა დაჯარიმებულ ქალს განუცხადეს, რომ ცხოველების, ასევე ციყვისა და მტრედების კვება აკრძალულია, რადგან ის ხელს უწობს მათ დაავადებას, განსაკუთრებით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system