თავში

ლონდონის პოლიციამ 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საყვავილე იპოვა

ლონდონის პოლიციამ 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საყვავილე იპოვა
ლონდონის პოლიციამ 2.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საყვავილე იპოვა

შვეიცარიაში მოპარული მე-15 საუკუნის მინგის დინაასტიის საყვავილე, რომლის ღირებულება 2.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ლონდონის პოლიციამ იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

ანტიკვარიატი, რომელიც ერთადერთი და უნიკალურია, გასული წლის ივნისში შვეიცარიის დედაქალაქში ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა მოიპარა.

მინგის საყვავილის მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ლონდონის დასავლეთ ნაწილში 42 და 44 წლის მამაკაცი დააკავა.

"ამ დანაშაულის აღკვეთა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინსვლისა, რადგან  გამოძიება მაღალი ძარცვის ფაქტზე წარმატებით დასრულდა", - განაცხადა ლონდონის პოლიციის ოფიცერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system