თავში

ლონდონის სასამართლომ ასანჟის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა - განახლებულია

ლონდონის სასამართლომ ასანჟის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა
ლონდონის სასამართლომ ასანჟის გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა - განახლებულია

ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

პატიმრობაში ის ამერიკული მხარის მიერი ექსტრადიციაზე გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე დარჩება. 

-------

15:29

Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამ წუთებში ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოში იმყოფება, სადაც მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხი განიხილება.

ლონდონის სასამართლომ 4 იანვარს ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. მოსამართლე ვანესა ბარაიტსერმა ამერიკის თხოვნა ასანჟის აშშ-ისთვის გადაცემაზე არ დააკმაყოფილა. მიზეზად მოსამართლემ ასანჟის ფსიქიკური ჯანმრთელობა დაასახელა. მისი განცხადებით, ასანჟის ამერიკისთვის გადაცემის შემთხვევაში, თვითდაიზანებებისა და სუიციდის რეალური რისკი არსებობდა.

ამერიკული მხარის ადვოკატები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

2018 წელს აშშ-მა ასანჟის 18 პუნქტიანი ბრალდება წაუყენა, მათ შორის არის შპიონაჟი. ჯულიან ასანჟიმ, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, 2010 წელს Wikileaks-ის ვებგვერდზე აშშ-ის ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. იგი წლების განმავლობაში ასაჯაროებდა ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მონაცემებს, თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა მიმოწერებს.

აშშ-მა მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში და ჯაშუშობაში დასდო ბრალი, რის გამოც მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ასანჟიმ 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, თუმცა 2019 წელს ეკვადორმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. ლონდონის სასამართლომ იგი, გირაოს დარღვევის გამო, დამნაშავედ ცნო და 11 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო 3 მაისიდან მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის მოსმენა დაიწყო. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system