თავში

ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა

​ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა
ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა

ლონდონში, ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობაში დატოვა. ტექნიკური მოსმენები აშშ-ში მისი ექსტრადიციის საქმის ფარგლებში 13 და 19 დეკემბერს გაიმართება.

სასამართლო პროცესში ასანჟი ვიდეოჩართვის გზით მონაწილეობდა. ის ამჟამად ციხეშია, სადაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობების დარღვევისთვის 50-კვირიან სასჯელს იხდის.

WikiLeaks- ის დამფუძნებელი ბრიტანეთის დედაქალაქში 11 აპრილს, დილით დააპატიმრეს. სამართალდამცველებმა იდ ეკვადორის საელჩოს შენობიდან გამოიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, ასანჟის დაპატიმრების ორდერი ვესტმინსტერის მთავარმა სასამართლომ გასცა.

ჯულიან ასანჟს ბრალი 18 ეპიზოდში აქვს წაყენებული. მათ შორის, ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევისთვის, კერძოდ, კომპიუტერში შეღწევის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. აშშ-მა გაერთიანებულ სამეფოს ასანჟის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system