თავში

ლონდონის სასამართლოსთან ასანჟის მხარდამჭერების აქცია იმართება

ლონდონის სასამართლოსთან ასანჟის მხარდამჭერების აქცია იმართება
ლონდონის სასამართლოსთან ასანჟის მხარდამჭერების აქცია იმართება

ლონდონის სასამართლოსთან WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მხარდამჭერების აქცია იმართება. სასამართლოში მის საქმეზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის აპელაცია განიხილება. ინფორმაციას Independent ავრცელებს.

ეს აპელაცია ასანჟის ექსტრადირებაზე უარის საპასუხოდ გამოიტანეს. მოსმენები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამერიკის მთავრობა აპირებს, გაასაჩივროს ლონდონის ცენტრალური სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის, ვანესა ბარაიტსერის გადაწყვეტილება, რომელმაც 4 იანვარს ასანჟის აშშ-ის ხელისუფლებისთვის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

დემონსტრანტები სასამართლოს შენობასთან ბანერებით დგანან, რომლებზეც ასანჟს გმირს უწოდებენ და ექსტრადიციაზე უარის თქმას ითხოვენ.

ცნობისთვის, The New York Times-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას კიდევ ერთხელ შეეცდება.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ლონდონის ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ლონდონის სასამართლომ ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

2018 წელს აშშ-მა ასანჟის 18 პუნქტიანი ბრალდება წაუყენა, მათ შორის არის შპიონაჟი. ჯულიან ასანჟმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, 2010 წელს Wikileaks-ის ვებგვერდზე აშშ-ის ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი გამოაქვეყნა. იგი წლების განმავლობაში ასაჯაროებდა ამერიკის დაზვერვის უმნიშვნელოვანეს მონაცემებს, თანამშრომელთა და თანამდებობის პირთა მიმოწერებს.

აშშ-მა მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში და ჯაშუშობაში დასდო ბრალი, რის გამოც მისი დაპატიმრება მოითხოვა.

ასანჟმა 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში გაატარა, თუმცა 2019 წელს ეკვადორმა მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა და 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. ლონდონის სასამართლომ იგი, გირაოს დარღვევის გამო, დამნაშავედ ცნო და 11 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო 3 მაისიდან მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის მოსმენა დაიწყო. შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system