თავში

ლონდონმა, შესაძლოა, კიევს რაკეტები მიჰყიდოს

​ლონდონმა, შესაძლოა, კიევს რაკეტები მიჰყიდოს
ლონდონმა, შესაძლოა, კიევს რაკეტები მიჰყიდოს

დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

მისი წყაროს ცნობით, საუბარია რაკეტებზე უკრაინული საპატრულო კატარღებისა და თვითმფრინავებისთვის.

თავდაცვის სამინისტრო მსჯელობს MBDA UK-ის მიერ წარმოებული, "ხმელეთი-ხმელეთის“ ტიპის რაკეტებზე, რომლებსაც ერთდროულად რამდენიმე სამიზნეზე შეუძლია დარტყმა. ისინი უკრაინის საზღვაო ძალების გემებზე განლაგდება. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას სარაკეტო იარაღსა და სამხედრო გემებს მიაწვდის. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ლონდონში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system