თავში

ლონდონში ბრექსიტის თაობაზე ახალ რეფერენდუმს ითხოვენ

ლონდონში ბრექსიტის თაობაზე ახალ რეფერენდუმს ითხოვენ
ლონდონში ბრექსიტის თაობაზე ახალ რეფერენდუმს ითხოვენ

ათობით ათასი ბრიტანელი შეიკრიბა ლონდონში ბრექსიტის თაობაზე ახალი რეფერენდუმის მოთხოვნით. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათი აზრი ხელისუფლების მხირდან იგნორირებული იყო და პარლამენტმა თავად გადაწყვიტა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხი.

ისინი აცხადებენ, რომ ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგი აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში დარჩენა სურს.

დემონსტრანტები დროშებითა და ტრანსფარანტებით გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მიმდინარე პროცესების მიმართ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯეიმს მაკგრორის თქმით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს პრო-ევროპელების აზრი და ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს.

უკვე სამი წელია საჯარო დებატები ბრექსიტის შესახებ. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის და რა პირობებით გამოვა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system