თავში

ლონდონში ექთნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სოციალური დისტანცია დაარღვიეს - VIDEO

ლონდონში ექთნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სოციალური დისტანცია დაარღვიეს - VIDEO
ლონდონში ექთნები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სოციალური დისტანცია დაარღვიეს - VIDEO

ლონდონის ერთ-ერთი საავადმყოფოს ორი თანამშრომელი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის შესახებ Mirror წერს.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მასბევრი ადამიანი გამოეხმაურა. სოციალური მედიის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ მათ სრულად უგულებელყვეს სოციალური დისტანციის წესები, რადგან ერთმანეთს  საავადმყოფოს სამზარეულოში სცემეს. სამედიცინო პერსონალმა კიდევ ერთი წესი - დახურულ სივრცეში პირბადის აუცილებლად გამოყენება დაარღვია. ვიდეოკადრებში ასევე კარგად ჩანს, რომ ისინი პირბადის გარეშე ჩხუბობენ.

საავადმყოფოს თანამშომელთა ასეთმა დამოკიდებულებამ ვიდეოს მაყურებელზე ცუდად იმოქმედა. მედდები კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

"ჩვენ არ გვჭირდება ექთნები, რომლებიც ასე იბრძვიან და ჩვენს სამყაროში სოციალური დისტანცირების იგნორირებას ახდენენ", - განაცხადა კომენტარის ერთ-ერთმა ავტორმა.

"რატომ ვუკრავ ტაშს ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 8 საათზე სამედიცინო მუშაკებს, როდესაც ორი ექთანი წესებს არღვევს", - დასძინა მეორემ.

"იღბლიანები არიან, ისინი უკვე საავადმყოფოში იმყოფებიან", - განაცხადა მესამემ.

ლონდონის საავადმყოფოს ხელმძღვანელობას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system