თავში

ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პოლიციელი დაშავდა
ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციაზე 23 პოლიციელი დაშავდა

ლონდონში ანტი-რასისტულ აქციაზე სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებებისას 23 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ პოლიციის პრეს-სპიკერმა, ჯო ედვარდსმა განაცხადა.

„სხეულის დაზიანება მიიღო 23 პოლიციელმა, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და საზოგადოებრივ წესებს იცავდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია,“ - აღნიშნა ედვარდსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 10 პოლიციელი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ლონდონის ანტირასისტულ აქციაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. ფართომასშტაბიანმა აქციამ დღეს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, საპროტესტო მარშით ჩაიარა.

მსოფლიოს საპროტესტო ტალღა სლოგანით - “Black Lives Matter” მას შემდეგ აგორდა, რაც 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system