თავში

ლონდონში ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრი დემონსტრანტებმა სცემეს

ლონდონში ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრი დემონსტრანტებმა სცემეს
ლონდონში ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრი დემონსტრანტებმა სცემეს

ჰონგ-კონგის მთავრობამ დაგმო ლონდონში მათი იუსტიციის მინისტრზე თავდასხმის ფაქტი და მას „სასტიკი ბრბოს“ ქმედება უწოდა. იუსტიციის მინისტრს ტერეზა ჩენს, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზით იმყოფებოდა, ქუჩაში პროტესტანტების ჯგუფი დაესხა თავს შეძახილებით: „სირცვხილია“ „მკვლელო“ და მას სასტიკად სცემა.

ეს პირველი პირდაპირი კონტაქტი იყო ჰონგ-კონგის ხელისუფლების წარმომადგენელსა და დემონსტრანტებს შორის, მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ჰონგ-კონგის განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მიიღო. სხვა დეტალები არ კონკრეტდება. მინისტრზე თავდასხმა ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა.

საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში 9 ივნისს დაიწყო და უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. თავდაპირველად, დემონსტრანტები მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით კი მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმები და ავტონომიური რეგიონის მმართველის, კერი ლამის გადადგომაც დაემატა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system