თავში

ლონდონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებს - VIDEO

ლონდონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებს
ლონდონში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებს - VIDEO

ლონდონში პარლამენტის მოედანზე აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Standard ავრცელებს.

ანტი-რასისტული დემონსტრაციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას წუთიერი დუმილით, მუხლზე დაჩოქილებმა მიაგეს პატივი. 

ლონდონის პარალელურად დემონსტრაციები მიმდინარეობს მანჩესტერში, კარდიფში, შეფილდსა და სხვა ქალაქებიშიც.

მოსახლეობის ნაწილი, ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, აქციების გამართვას ეწინააღმდეგებოდა. მათ საპასუხოდ, დემოსტრაციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ”არსებობს იმაზე საშიში ვირუსი, ვიდრე COVID-19-ია და მას რასიზმს უწოდებენ”.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system