თავში

ლონდონში ყველაზე ვიწრო სახლი 1,3 მილიონ დოლარად იყიდება

ლონდონში ყველაზე ვიწრო სახლი 1,3 მილიონ დოლარად იყიდება
ლონდონში ყველაზე ვიწრო სახლი 1,3 მილიონ დოლარად იყიდება

ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი, რომლის სიგანე მხოლოდ 183 სანტიმეტრი და საერთო ფართობი 97 კვადრატული მეტრია, გასაყიდად არის გამოტანილი და მისი ფასი 950 000 ფუნტი, ანუ 1,3 მილიონი დოლარია. ადრე ამ შენობაში ქუდების სახელოსნო იყო განთავსებული. ორსაძინებლიანი ბინა ორიგინალური აბაზანითა და სამზარეულოთი დასავლეთ ლონდონში, ქალაქის პრესტიჟულ რაიონში - შეპარდს ბუშზე მდებარეობს. სახლი პირველად ცნობილმა ფოტოგრაფმა იურგენ ტალერმა გადააკეთა და მას თანამედროვე სახე მისცა.

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის დევიდ მეიერსის განცხადებით, სახლს საინტერესო ისტორია აქვს და იმ ადამიანებს დააინტერესებს, ვისთვისაც ცხოვრებაში დიდი ფართობისა და მრავალსართულიანი სახლების იქით ინტერესების კიდევ სხვა სფერო არსებობს. 

"სახლმა სიცოცხლე დაიწყო, როგორც ქუდების ატელიემ, შემდეგ კი მოდურმა ფოტოგრაფმა ის დიზაინის ნამდვილ სახლად აქცია", - აცხადებს უძრავი ქონების აგენტი. 

ვიწრო სახლები კარგი არქიტექტურული გადაწყვეტაა მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისთვის. ლონდონის ვიწრო სახლის პირველ სართულზე სამზარეულოა მინის კედლებით, რომელიც ბაღში გადის. მომდევნო სართულზე მისაღებია, საიდანაც დახვეული კიბით კაბინეტსა და საძინებლებში ადიხართ. სახურავზე განთავსებულია ტერასა. სახლის მთელი დიზაინი მდიდრული იახტის სტილშია შესრულებული, სადაც მთელი სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული.

ურბანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე, პატარა ბინები საკმაოდ პოპულარული ხდება მსოფლიოში. ლონდონის ვიწრო სახლი პატარაა, მაგრამ მისი ფასი აშკარად მიანიშნებს, რომ ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system