თავში

ლონდონში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის ქალი დააკავეს

ლონდონში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის ქალი დააკავეს
ლონდონში ტერორისტული აქტის მცდელობისთვის ქალი დააკავეს

ლონდონში, 37 წლის მუსლიმი ქალი, წმინდა პავლეს ტაძარში ტერორისტული თავდასხმის მოწყობისთვის დააკავეს. ის თავის აფეთქებას აპირებდა. ასე, მისი თქმით, ის სამოთხეში მოხვდებოდა. 

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ქალმა აღიარა, რომ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და ინტერნეტში ტერორისტული პუბლიკაციებს ავრცელებდა. მან საჯაროდ აღიარა, რომ სინანულს არასოდეს გამოთქვამს მომხდარის გამო.

ტერორისტი ქალის სამიზნე, ტაძრის შემდეგ, იქვე მდებარე სასტუმრო და მეტრო იყო, თუმცა პოლიციამ ფაქტი მალევე აღკვეთა.

ბრიტანეთის პოლიციამ 37 წლის ქალი ტერორისტად გამოაცხადა და ფარული თვალთვალი დაიწყო. პოლიციის თქმით ციფრული მტკიცებულებები, რომლებიც მოგვიანებით ამოიღეს მისი ლაპტოპებიდან, ტელეფონებიდან და მეხსიერების ბარათიდან, ადასტურებს, რომ იგი ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში ღრმად იყო ჩათრეული.

ტერორისტი ქალი გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. მას მიშელ რამსდენი ერქვა. ისლამი მან 2007 წელს მიიღო. 

გაურკვეველი მიზეზის გამო, იგი მოგვიანებით ისლამისტური შეხედულებების მქონე ადამიანების მოსაძებნად გაემგზავრა.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი ქალი ბრიტანეთის მიწაზე სხვადასხვა ტერორისტულ აქტებს გეგმავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system