თავში

ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო

​ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო
ლონდონთან აღმოჩენილი 39 ადამიანი წარმოშობით ვიეტნამელი იყო

ვიეტნამის პოლიცია ადასტურებს, რომ ლონდონთან აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ადამიანი ვიეტნამელი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Reuters" ავრცელებს.

ვიეტნამის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით, 39 მსხვერპლი ვიეტნამის 6 პროვინციიდან იყო წარმოშობით.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულები ჩინელები იყვნენ

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონთან აღმოჩენილი 39 ცხედრის ფორმალური იდენტიფიკაცია ცოტა ხნის წინ დაასრულა.

ვიეტნამის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომელებიც ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმესთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი.

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system