თავში

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული აქცია უკანონოდ გამოაცხადა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული აქცია უკანონოდ გამოაც
ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული აქცია უკანონოდ გამოაცხადა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ცენტრში გამართული აქცია, რომელიც პოლიცელის მიერ რასიზმის მოტივით ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო იმართება, უკანონოდ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ყველა მაცხოვრებელი უნდა დარჩეს შინ, ხოლო მაღაზიები უნდა დაიკეტოს. ქუჩაში მყოფმა პირებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ტერიტორია", - ნათქვამია ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებაში. ყველა პირს, ვინც ტერიტორიას არ დატოვებს, დააპატიმრებენ. პოლიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დემონსტრანტების მიერ პოლიციელებზე თავდასხმა და ვანდალური აქტები გახშირდა.

გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

პარალელურად, აქციები იმართება აშშ-ის რამდენიმე ქალაქში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system