თავში

ბელარუსის პრეზიდენტი 12 ნოემბერს ვენას ეწვევა

​ბელარუსის პრეზიდენტი 12 ნოემბერს ვენას ეწვევა
ბელარუსის პრეზიდენტი 12 ნოემბერს ვენას ეწვევა

ბელარუსის პრეზიდენტი 12 ნოემბერს ვენას ეწვევა. ეს 2016 წლის შემდეგ ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში პირველი ვიზიტია.

ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ, გერმანელ კოლეგა ჰაიკო მაასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკეის თქმით, ლუკაშენკო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ მიიწვია, მათ შორის არის ავსტრიაც.

„ავსტრიელ კოლეგებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვიზიტის ეკონომიკურ პროგრამაზე ვმუშაობთ. გარდა ამისა, ბელარუსისა და ავსტრიის პრეზიდენტის მოლაპარაკებებიც იგეგმება”, – განაცხადა მაკეიმ.

ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ბოლოს 2016 წლის მაისში ეწვია. მაშინ ბელარუსის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system