
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ფეხშიშველა მივიდა. კადრები ტელეარხმა "ბელარუს 1-მა" აჩვენა.
"მე დამლაგებლების შრომას პატივს ვცემ და ფეხშიშველა მოვედი", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ლუკაშენკო ლიფტიდან გამოვიდა. მას შავი წინდები ეწვა.
ბელარუსის ლიდერმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მაყურებლის წინაშე ასე გამოჩენის არ რცხვენია.