თავში

ლუკაშენკო ხელს მოაწერს განკარგულებას ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაეცემის შესახებ

ლუკაშენკო ხელს მოაწერს განკარგულებას ძალაუფლების უშიშროების
ლუკაშენკო ხელს მოაწერს განკარგულებას ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაეცემის შესახებ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, საგანგებო ვითარების შემთხვევაში, ის ხელს მოაწერს განკარგულებას, რითაც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის ძალაუფლების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

"უახლოეს დღეებში ხელს მოვაწერ განკარგულებას იმის შესახებ, თუ როგორ იქნება აწყობილი ბელარუსში ძალაუფლება. თუ პრეზიდენტს ესვრიან, მეორე დღეს უშიშროების საბჭოს გადაეცემა ძალაუფლება", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ განმარტა, რომ განკარგულების ხელმოწერით ის განსაზღვრავს ვინ გახდება მთავრობის მეთაური "თუ მას მოულოდნელად რამე მოუვა". მან ასევე დაამატა, რომ ასეთი განკარგულების მიღების გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიიღო.

ამ დროისათვის, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდება, ან ვერ შეძლებს მოვალეობების შესრულებას, მისი ძალაუფლება პრემიერ-მინისტრს გადაეცემა მანამ, სანამ ახალი პრეზიდენტი დადებს ფიცს.

ცნობისთვის, გასულ კვირას ლუკაშენკომ აშშ მასა და მის შვილებზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system