თავში

ლუკაშენკო: ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ

ლუკაშენკო: ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ
ლუკაშენკო: ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ

 ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ძალაუფლებას არავის გადასცემს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეინარჩუნებს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი მზად უნდა იყოს დროულად უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევებს. 

"თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რაც ქვეყანაში ხდება. ისინი ცდილობენ ნელ-ნელა  შეარყიონ, ჩვენი საზოგადოება. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე, უბრალოდ მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ აქედან არაფერი გამოვა. ჩვენ ქვეყანას არავის დავუთმობთ და სიტუაციას შევინარჩუნებთ... ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც შექმნილია კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ არ გვჭირდება უცხოური მთავრობებისა და შუამავალების დახმარება. ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობის შეურაცხყოფის გარეშე, მსურს ვთქვა: ვითარება თქვენს ქვეყანაში დაალაგეთ,- განაცხადა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში მომხარ არეულობებში პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციებს მოამზადებემ, ხოლო ევროკომისია მოამზადებს ქვეყანაში კრიზისის მოსაგვარებელ გეგმას.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system