თავში

ლუკაშენკო მთავრობას გადაყენებით დაემუქრა

ლუკაშენკო მთავრობას გადაყენებით დაემუქრა
ლუკაშენკო მთავრობას გადაყენებით დაემუქრა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობის საქმიანობა გააკრიტიკა. მიზეზი, მისი თქმით, იმ დავალებების შეუსრულებლობაა, რაც ეკონომიკის განვითარების ეხება. ლუკაშენკო ჩინოვნიკებს გადაყენებით დაემუქრა, თუკი მის მიერ დასახული გეგმები შესრულებული არ იქნება.

ბელარუსის პრეზიდენტი თვლის, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში მოკრძალებული და არამდგრადია, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

„თუ 2019 წლის განვითარების პარამეტრები არ შესრულდება, ყველა, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება - პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, გადადგება. მე თქვენ ამ დროს შარშანაც გაფრთხილებდით, როდესაც 2019 წელს ვგეგმავდით. ამიტომ ამაში უცნაური არაფერია“, - მიმართა ლუკაშენკომ მთავრობის წევრებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system