თავში

ლუკაშენკო: პუტინს რამდენიმე სახის იარაღი ვთხოვე

ლუკაშენკო: პუტინს რამდენიმე სახის იარაღი ვთხოვე
ლუკაშენკო: პუტინს რამდენიმე სახის იარაღი ვთხოვე

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მან ვლადიმერ პუტინს ბელარუსის იარაღით მომარაგება სთხოვა. ნფორმაციას ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს. 

ლუკაშენკო არ ადასტურებს, კონკრეტულად რა ტიპის და რაოდენობის იარაღი სთხოვა რუს კოლეგას. 

„რუსეთის პრეზიდენტს რამდენიმე ახალი ტიპის იარაღი ვთხოვე.  ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია არა მხოლოდ ბელარუსში, არამედ მის საზღვრებს გასწვრივაც ვაკონტროლოთ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა ორშაბათს სოჭში გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბელარუსს სესხის სახით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოუყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system