თავში

ლუკაშენკო ვაქცინაციაზე კვლავ უარს აცხადებს

ლუკაშენკო ვაქცინაციაზე კვლავ უარს აცხადებს
ლუკაშენკო ვაქცინაციაზე კვლავ უარს აცხადებს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. როგორც მან თავად აღნიშნა, მისმა სისხლის ანალიზებმა დაადასტურა, რომ მას ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა ჯერ კიდევ აქვს. 

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ მას გრიპის ვაქცინაც არასოდეს გაუკეთებია.

ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლდება და ინფიცირების მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

ბელარუსის პრეზიდენტმა გასული წლის 28 ივლისს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა და დაავადება უსიმპტომოდ გადაიტანა. ლუკაშენკოს თქმით, ასეთი დასკვნა ექიმებმა მისი გამოკვლევის შემდეგ გააკეთეს. ლუკაშენკოს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის გადაიტანა კორონავირუსი.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system