თავში

ლუკაშენკომ ბელარუსში პროტესტებისთვის სასჯელი გაამკაცრა

​ლუკაშენკომ ბელარუსში პროტესტებისთვის სასჯელი გაამკაცრა
ლუკაშენკომ ბელარუსში პროტესტებისთვის სასჯელი გაამკაცრა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პროტესტებისთვის და მასობრივი ღონისძიებების გამართვისთვის სასჯელს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბელტა" ავრცელებს.

შესწორებები ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში სამ თვეში ამოქმედდება.

პასუხისმგებლობა იზრდება ექსტრემიზმის, მასობრივი ღონისძიებების გამართვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, ცალკე პუნქტები ეხება ინტერნეტ-რესურსების მფლობელების მიერ აკრძალული ინფორმაციის გავრცელებას. გაჩნდა ცალკე მუხლი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მონაცემების შეგროვებისთვის. იზრდება სასჯელი მილიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის, სამართალდამცავებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის, ძალადობისთვის და ა.შ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system