თავში

ლუკაშენკოს განცხადებით, ახალი კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლოს მზად იქნება

ლუკაშენკოს განცხადებით, ახალი კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლოს მზად იქ
ლუკაშენკოს განცხადებით, ახალი კონსტიტუციის პროექტი წლის ბოლოს მზად იქნება

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ახალ საკონსტიტუციო რეფორმას ხელისფულება 2021 წლის ბოლოსთვის შეიმუშავებს, რის შემდეგაც მას საერთო ეროვნულ რეფერენდუმზე წარადგენენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ლუკაშენკოს განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარების ზუსტი თარიღი ეროვნული ასამბლეის სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 11-12 თებერვალს არის დაგეგმილი.

ცნობისთვის, ლუკაშენკომ ნოემბრის თვეში განაცხადა, რომ თანამდებობას ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ დატოვებს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system