თავში

ლუკაშენკოს რეჟიმმა 20 არასამთავრობოს ლიკვიდაცია მოახდინა

​ლუკაშენკოს რეჟიმმა 20 არასამთავრობოს ლიკვიდაცია მოახდინა
ლუკაშენკოს რეჟიმმა 20 არასამთავრობოს ლიკვიდაცია მოახდინა

ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელარუსში კიდევ 20 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიკვიდაცია განახორციელა. ინფორმაცია ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნა" ავრცელებს.

მისი ცნობით, ბელარუსის იუსტიციის სამინისტრომ ასევე ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციისა და პენ-ცენტრის ლიკვიდაცია დაიწყო, რომელსაც ნობელის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩის ხელმძღვანელობს.

10 ივლისიდან ბელარუსში მედიის, რედაქციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების ოფისებში 60-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა. ხელისუფლების თქმით, ღონისძიებები ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ საქმეებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system