თავში

ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა დღეს იწურება

ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა დღეს იწურება
ლუკაშენკოსთვის წაყენებული სახალხო ულტიმატუმის ვადა დღეს იწურება

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა 25 ოქტომბერს იწურება. ამის შესახებ გამოცემა DW წერს.

ულტიმატუმი სამი მოთხოვნისგან შედგება: ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 26 ოქტომბრიდან "სახალხო ულტიმატუმის" მონაწილეები საყოველთაო გაფიცვას გამოაცხადებენ. ამასთან მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეები არ ისარგებლებენ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით, შეწყვეტენ საქონლის შეძენას სახელმწიფო მაღაზიებში და დაიწყებენ გზების ბლოკირებას.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system