თავში

ლუქსემბურგში კანაფის კულტივაცია და მოხმარება დაკანონდა

​ლუქსემბურგში კანაფის კულტივაცია და მოხმარება დაკანონდა
ლუქსემბურგში კანაფის კულტივაცია და მოხმარება დაკანონდა

ლუქსემბურგში ზრდასრულებს საშუალება ექნებათ, კანაფის ოთხ მცენარემდე საკუთარ ბაღებსა და სახლებში მოიყვანონ. ამრიგად ეს პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ნარკოტიკების კულტივაცია და გამოყენება დააკანონა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ახალი კანონის თანახმად, 18 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის თესლებით ვაჭრობაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იქნება ნებადართული. მათი ყიდვა ამიერიდან მაღაზიებში, უცხო ქვეყნებში ან ონლაინ არის შესაძლებელი.

ამასთან, ნარჩუნდება აკრძალვა საჯარო ადგილებში კანაფის ან კანაფის პროდუქტების მოხმარებისა და ტრანსპორტირების შესახებ. ასევე თესლის გარდა სხვა პროდუქტებით ვაჭრობა ისევ დასჯადი ქმედებაა.

სამთავრობო წყაროები ამბობენ, რომ ახალი კანონი „საკუთარ ოთხ კედელში“მოხმარებისა და კულტივირების ლიბერალიზაციის სურვილით იყო გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system