თავში

ლუვრი და გალერეა უფიცი Pornhub-ს უჩივიან

ლუვრი და გალერეა უფიცი Pornhub-ს უჩივიან
ლუვრი და გალერეა უფიცი Pornhub-ს უჩივიან

ლუვრის მუზეუმი დაგალერეა უფიცი პორნოგრაფიულ კომპანია Pornhub-ს უჩივიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph წერს.

კერძოდ, საუბარია Pornhub-ის მიერ შექმნილ პროექტზე  Classic Nudes, რომელმაც ხელოვნების მუზეუმების აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია.

გამოცემის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში პორნო-მსახიობები მსოფლიოს უმსხვილესი მუზეუმების ონლაინ-გიდებში შესულ ხელოვნების ნიმუშებს „აცოცხლებენ“. თუმცა იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მუზეუმის ნებართვის გარეშე ექსპონატების კომერციული მიზნებისთვის გამოყენება აკრძალულია.

მუზეუმის წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან Pornhub-ის გუნდის ამ "შემოქმედებითობით", ამიტომ ისინი ნაწარმოების ციფრული ასლების  საიტიდან ამოღებას ითხოვენ. როგორც ლუვრის წარმომადგენელმა აღნიშნა, ადვოკატებმა უკვე შეიტანეს სარჩელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system