თავში

მადაგასკარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ მინისტრი ზღვაში 12 საათს ცურავდა

​მადაგასკარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ მინისტრი ზღვა
მადაგასკარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ მინისტრი ზღვაში 12 საათს ცურავდა

მადაგასკარის პოლიციის მინისტრი თითქმის 12 საათის განმავლობაში სანაპირომდე მისასვლელად მიცურავდა, მას შემდეგ, რაც ზღვაში მისი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ასევე გადარჩა უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც მასთან ერთად ვერტმფრენით მიფრინავდა. პილოტი და კიდევ ერთი სამხედრო, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ვერტმფრენი მინისტრთან ერთად სამაშველო ოპერაციისთვის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მიემართებოდა, სადაც სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, მადაგასკარის სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა. 

21 დეკემბერს მადაგასკარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ჩაიძირა სატვირთო გემი Francia, რომელშიც 130 არალეგალი მგზავრი იმყოფებოდა.

გემმა Francia მანანარა-ნორდის აღმოსავლეთ რაიონში ქალაქი ანტანამბე დატოვა და სუანიერანა-ივონგოს პორტისკენ მიემართებოდა.

ამასთან, ვინაიდან გემი რეგისტრირებულია როგორც სატვირთო, მას მგზავრების გადაყვანა ეკრძალებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system