თავში

მადამ ტიუსოს მუზეუმის სამეფო დარბაზიდან ჰარისა და მეგანის ფიგურები აიღეს

მადამ ტიუსოს მუზეუმის სამეფო დარბაზიდან ჰარისა და მეგანის ფიგურები აი
მადამ ტიუსოს მუზეუმის სამეფო დარბაზიდან ჰარისა და მეგანის ფიგურები აიღეს

ლონდონში, მადამ ტიუსოს მუზეუმის ადმინისტრაციამ სამეფო ოჯახის ექსპოზიციიდან სასექსის ჰერცოგის, პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ცვილის ფიგურები აიღო. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იტყობინება.

მეგანისა და ჰარის ცვილის ქანდაკებები ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფიგურების გვერდით იდგა, თუმცა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ სამეფო პრივილეგიებზე უარის თქმის შემდეგ, მუზეუმის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ისინი "გამოესახლებინა". 

პრინც ჰარისა და მისი მეუღლის ფიგურები მსახიობების დარბაზში გადაიტანეს, სადაც პრიანკა ჩოპრას,  ჯორჯ კლუნის, ბრედ პიტსი, ნიკოლ კიდმანისა და სხვა ცნობილი ადამიანების ცვილის ფიგურებია განთავსებული. 

ცნობისთვის, მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system