თავში

მადონამ კორონავირუსი გადაიტანა - VIDEO

​მადონამ კორონავირუსი გადაიტანა
მადონამ კორონავირუსი გადაიტანა - VIDEO

61 წლის მომღერალი მადონა პანდემიის დროს თვიზოლაციის რეჟიმს იცავდა. ახლა კი მან განაცხადა, რომ კარანტინის დარღვევას და გარეთ გასვლას აპირებს, რადგან ახალი კორონავირუსის მას აღარ ეშინია. მომღერალმა ტესტი გაიარა, რომელიც COVID-19-ის მიმართ ანტისხეულების არსებობას ადგენს და აღმოჩნდა, რომ ის დადებითია.

მადონას თქმით, ტესტი მან რამდენიმე დღის წინ გაიარა, პასუხი კი გუშინ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, იცავს თუ არა ანტისხეულები ადამიანს ხელახლა ინფიცირებისგან, მომღერალი დარწმუნებულია, რომ დაავადება მას არ ემუქრება.

მადონა თვლის, რომ ახალი კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა და ახლა რისკ-ჯგუფში აღარ შედის.

"ხვალ კიდევ ერთი დღე დადგება. ვაპირებ გავიღვიძო და თავს სხვანაირად ვიგრძნობ. ამგვარად, ხვალ უბრალოდ მანქანით გასეირნებას ვგეგმავ, ჩამოვწევ ფანჯარას COVID-19-იან ჰაერს ჩავისუნთქავ. აი ასე! იმედი მაქვს, რომ მზე იქნება", - აღნიშნავს მადონა. 

View this post on Instagram

#staysafe #staysane

A post shared by Madonna (@madonna) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system