თავში

მადრიდის აეროპორტში 23 ათასი მკვდარი წიწილა იპოვეს - VIDEO

მადრიდის აეროპორტში 23 ათასი მკვდარი წიწილა იპოვეს
მადრიდის აეროპორტში 23 ათასი მკვდარი წიწილა იპოვეს - VIDEO

მადრიდში, ბარაჯას საერთაშორისო აეროპორტში 23 ათასი წიწილა მუყაოს ყუთებში დახოცილები იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს.

ესპანეთის ეროვნული პოლიციის უფროსის განცხადებით, ფრინველები, რომლებიც სულ რამდენიმე დღის იყვნენ, მუყაოს ყუთებში სამი დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დარჩნენ, რამაც მათი სიკვდილი გამოიწვია.

მუყაოს ყუთში სულ 26,000 წიწილა იყო, აქედან 6000 ათასი ადგილზე დაიოხოცა, ხოლო 17 ათასი ნელ-ნელა. პოლიციის თქმით, ჯერ კიდევ ცოცხალი ფრინველები მკვდარი წიწილების ნეშტს ჭამდნენ, რომ თავი გადაერჩინათ.

პოლიციაში ასევე აცხადებენ, რომ წიწილები მუყაოს ყუთით გადაჰყავდათ, წვიმამ ყუთები დაასველა და მათი გადაყვანა ვეღარ მოხერხდა. ისინი გადამზიდმა კომპანიამ იქვე დატოვა.

”მკვდარი ცხოველების გახრწნით ძლიერი და აუტანელი სუნი შეიქმნა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს გადარჩენილი ფრინველების ცხოვრების პირობებს. იმედი მაქვს, რომ მსგავს რამეს ვეღარასოდეს ვნახავ. ეს იყო შემზარავი სცენა და ემოციურად რთული იყო, რომ დალაგებულ ყუთებში გადარჩენილებს ვეძებდით", - განაცხადა ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ 3 200 წიწილა სპეციალურ სახლში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი ფრინველები ნელ-ნელა დაიხოცნენ. რადგან იმ პირობების ატანა ვერ შეძლეს, სადაც სამი დღე იმყოფებოდნენ.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე ფრინველების მიმართ სასტიკი ქმედების გამო პასუხს აგებს.

"ის, რაც უნდა ვეცადოთ და გავაკეთოთ არის ის, რომ ეს საქმე უყურადღებოდ არ დარჩეს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს", - განაცხადა გამომძიებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system