თავში

მადრიდის ხელისუფლება საკარანტინო რაიონების იზოლაციისთვის ჯარს გამოიყენებს

​მადრიდის ხელისუფლება საკარანტინო რაიონების იზოლაციისთვის ჯარს გამოიყ
მადრიდის ხელისუფლება საკარანტინო რაიონების იზოლაციისთვის ჯარს გამოიყენებს

მადრიდის რაიონების კონტროლისთვის, რომლებშიც დღეიდან კარანტინი გამოცხადდა, ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს, რომ პროცესში სამხედროები ჩაერთონ. ამის შესახებ გამოცემა EL MUNDO წერს.

მადრიდის ავტონომიური თემის ხელმძღვანელი ისაბელ დიას აიუსოს თქმით, სამხედროები მადრიდში დაწესებული შეზღუდვების შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ, სანამ სამხედრო ეპიდემიოლოგების თანაშემწეები მადრიდის მილიონ მოსახლეს ანტისხეულებზე გამოიკვლევენ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ბოლო პერიოდში ისინი დიდ პრობლემებს აწყდებიან. ინფიცირებულებს და მათ კონტაქტებს იზოლაციაში ყოფნა არ სურთ. EL MUNDO-ს ცნობით ბოლო რამდენიმე დღეში კარანტინზე 1,5 ათასმა ადამიანმა განაცხადა უარი.

გარდა ამისა, მადრიდის ხელისუფლება ესპანეთის პრემიერს სთხოვს, შეიმუშავოს "სამართლებრივი მექანიზმები", რომელიც, ცენტრალური ხელისუფლებისგან ნებართვის გარეშე, ავტონომიურ თემებს საჭირო შეზღუდვების დაწესებაში დაეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system