
მადრიდის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
-19:00-
მადრიდის ცენტრში, ტოლეგოს ქუჩაზე მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემა El Pais-ის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე). აფეთქებამ შენობის ზედა სართულები გაანადგურა. მედიის ინფორმაციით, ეს, შესაძლოა, მოხუცთა თავშესაფარი ყოფილიყო.
გამოცემა La Sexta-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. მისი ცნობით, ინციდენტის მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.