თავში

მადრიდში ჰომოფობიური თავდასხმების ზრდა გააპროტესტეს

მადრიდში ჰომოფობიური თავდასხმების ზრდა გააპროტესტეს
მადრიდში ჰომოფობიური თავდასხმების ზრდა გააპროტესტეს

მადრიდში ასობით ადამიანმა ბოლო თვეებში ჰომოფობიური თავდასხმის შემთხვევების ზრდა გააპროტესტა და უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების დაცვის გაძლიერება მოითხოვა.

ორი დღის წინ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მთავრობის წევრების, თემთა ლიდერებისა და პოლიციის მონაწილეობით საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემცირების საკითხზე იმსჯელეს.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლიდან ქვეყანაში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 9%-ით იზრდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული მზარდია და სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს იღებს.

ივლისში გალისიის რეგიონში ცემით მოკლეს ექთნის თანაშემწე, სამუელ ლუისი, რომელსაც სავარაუდოდ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო დაესხნენ თავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system