თავში

ნიკოლას მადურო კიმ ჩენ ინს ესტუმრება

​ნიკოლას მადურო კიმ ჩენ ინს ესტუმრება
ნიკოლას მადურო კიმ ჩენ ინს ესტუმრება

ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას განაცხადა.

„ძალიან მალე მე იქ გავემგზავრები. ამაში დარწმუნებულები იყავით“, – აღნიშნა მადურომ.

სექტემბრის ბოლოს ნიკოლას მადურო მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ვენესუელაში იანვრის შემდეგ მწვავე პოლიტიკური კრიზისია. იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და ნიკოლას მადუროს გადადგომა მოითხოვა. ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აშშ-მა, კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილმა და ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ, ასევე საქართველომ აღიარეს. ნიკოლას მადუროს მხარდაჭერას უცხადებენ რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system