თავში

მადურომ ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა

​მადურომ ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა
მადურომ ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა

ვენესუელას ლიდერმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირთან გარიგებებზე არ წავა, თუ გაერთიანება სასანქციო პოლიტიკას არ შეცვლის.

მადურო ვენესუელაში ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ვენესუელასთან დაკავშირებით სასანქციო სია გააფართოვა და მასში მაღალჩინოსანი სამხედროები და პარლამენტის ახალი შემადგენლობის წევრები შეიყვანა. 

22 თებერვალს ევროკავშირმა ვენესუელას ხელისუფლების 19 წარმომადგენელს სანქციები დაუწესა. მათ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system