თავში

მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არ იყიდება

მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არ იყიდება
მაჰმუდ აბასი - იერუსალიმი არ იყიდება

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ „საუკუნის გეგმას“ „საუკუნის სილის გაწვნა“ და „შეთქმულება“ უწოდა. მან განაცხადა, რომ გეგმას მხარს არ დაუჭერს. 

მივმართავ ტრამპსა და ნეთანიაჰუს: იერუსალიმი არ იყიდება, ჩვენი უფლებები არ იყიდება,“- განაცხადა აბასმა.

მისი თქმით პალესტინელი ხალხისთვის მიუღებელია სახელმწიფო იერუსალიმის გარეშე და ისინი ტრამპის გეგმას „ისტორიის სანაგვეში მოისვრიან.“

პალესტინას მხარდაჭერას ირანი უცხადებს. ირანის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, „ეს არის გარიგება სიონისტურ რეჟიმსა და ამერიკას შორის. ეს არ არის სამშვიდობო გეგმა, ეს გაცურებისა და სანქციების გეგმაა“.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, „ისრაელის ცალმხრივ ზომებს სახიფათო შედეგები მოჰყვება“. ამასთან, სამეფოში ასობით ადამიანი ამერიკის საელჩოსთან შეიკრიბა და ტრამპის გეგმა გააპროტესტა.

ეგვიპტე კი ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს, ყურადღებით შეისწავლონ აღნიშნული გეგმა, რომელიც მხარს უჭერს „პალეტინელი ხალხის კანონიერ უფლებებს ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიებზე“.

ტრამპის „საუკუნის გარიგება“ გააკრიტიკეს თურქეთში. ანკარაში აცხადებენ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს ისეთ გეგმას, რომელიც პალესტინისთვის მიუღებელი იქნება. 

პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადეს საუდის არაბეთმა და იემენმაც.

გეგმას დემოკრატი სენატორებიც აკტიკირებენ. აშშ-ის პრეზიდენტს წერილი 12 დემოკრატმა გაუგზავნა. მათ შორის არიან საპრეზიდენტო მარათონში ჩართული ბერნი სანდერსი და ელიზაბეთ უორენი.

სენატორები ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპის გეგმა ცალმხრივია და პალესტინის მხარდაჭერით არ სარგებლობს. მათივე თქმით, „ტრამპის გეგმის რეალიზაციამ, შესაძლოა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის პერსპექტივა გაანადგუროს“.

გეგმას მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გეგმა პოზიტიური და „წინ გადადგმული ნაბიჯია.“ გეგმას მიესალმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

განცხადება გააკეთეს გაერო-შიც. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც აფიქსირებს მხარდაჭერას დაეხმაროს პალესტინელებს და ისრაელს, რომ კონფლიქტის მოგვარება მოახდინონ გაერო-ს რეზოლუციების, საერთაშორისო სამართლისა და ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე და გააცნობიერონ ორი სახელმწიფოს ხედვა - ისრაელის და პალესტინის, რომლებიც გვერდი-გვერდ მშვიდობიანად იცხოვრებენ“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრეცლებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ 28 იანვარს წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system