
მაია სანდუ, რომელმაც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ფიცი დადო. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში ადგილობრივი ტელევიზია გადასც
"მინდა, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა ჩვენს ქვეყანაში გამარჯვება ხალხს ხვდეს წილად და არა პოლიტიკოსებს. ერთად ბევრი რაღაცის მიღწევა შეგვიძლია. მე თქვენი დახმარება მჭირდება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, რათა ყველაფერი დავალაგოთ", - განაცხადა სანდუმ სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან ის იონა კიკუს მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შემდეგ დროებითი მთავრობის ფორმირების გარეშე პირდაპირ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
"ვადამდელი არჩევნები ერთადერთი საშუალებაა, გავწმინდოთ საკანონმდებლო ორგანო და ჩიხიდან გამოვიდეთ. მოქმედ პარლამენტში არ არის 51 დეპუტატი, ვინც სახალხო მთავრობას დაუჭერს მხარს", - განაცხადა სანდუმ.
მთავარ ამოცანებად მოლდოვის პრეზიდენტი კორუფციასთან ბრძოლას და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას ასახელებს.