თავში

მაიამიში ბოლო, 98-ე ცხედარი იპოვეს

​მაიამიში ბოლო, 98-ე ცხედარი იპოვეს
მაიამიში ბოლო, 98-ე ცხედარი იპოვეს

ფლორიდაში 12-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. მაშველებმა ბოლო ცხედარი იპოვეს. ის ძმამ ამოიცნო. ინფორმაციას АР ავრცელებს.

ეს სამაშველო-სამძებრო ოპერაციის ოფიციალური დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოხდა.

54 წლის ქალს დღეს დაკრძალავენ.

"ბოლო 33 დღის განმავლობაში მაშველები ნანგრევებში ცხედრებს ეძებდნენ, თითქოს ეს მათი ახლობლები იყვნენ", - განაცხადა მაიამის ოლქის ხელმძღვანელმა, დანიელა ლევინ კავამ.

მისი თქმით, ამრიგად, სამძებრო სამუშაოები, ოფიციალურად დასრულდა.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა გამთენიისას ჩამოინგრა,რა დროსაც მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში ჩამოშლილი კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system