თავში

მაიამიში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

​მაიამიში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მაიამიში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ფლორიდაში 12-სართულიანი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მაიამი-დეიდის ოლქის მერმა, დანიელა ლავინ კავამ განაცხადა.

ოფიციალური პირების თქმით ამ დროისთვის 117 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

ცნობისთვის, მაიამიში შენობის ჩამონგრევის ადგილას ერთი კვირის განმავლობაში თითქმის 24-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ მსხვერპლთა ძებნის სამუშაოები 2 ივლისს შეჩერდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში ჩამოშლილი კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა გამთენიისას ჩამოინგრა,რა დროსაც მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system