თავში

მაიამიში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

მაიამიში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა
მაიამიში კორპუსის ნგრევისას დაღუპულთა ცხედრების ძიება დასრულდა

საბოლოო მონაცემებით, ნგრევას, სულ მცირე, 97 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი ადამიანი, 54 წლის ქალი, ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.

BBC-ის ცნობით, აშშ-ში, ფლორიდაში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შემდეგ, 24 ივნისიდან მიმდინარე სამაშველო-სამძებრო სამუშაო დასრულებულია.

ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ნანგრევებისგან გაწმენდილია - მასალა სახელმწიფო საწყობში, შემდგომი შესწავლისთვისაა გადატანილი.

ნგრევის ყველაზე პატარა მსხვერპლი 7 წლის გოგონა - მაიამელი მეხანძრის ქალიშვილია, ყველაზე ხანდაზმული კი - 92 წლის ქალი. შემთხვევას ემსხვერპლა პარაგვაის პირველი ლედის დაც.

კორპუსის ნგრევის ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია. 

შეგახსენებთ, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა გამთენიისას ჩამოინგრა,რა დროსაც მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში ჩამოშლილი კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system