თავში

მაიამიში ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

მაიამიში ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს
მაიამიში ნანგრევებიდან ორი ბავშვის ცხედრები ამოიყვანეს

აშშ-ში, მაიამიში, 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილის ჩამონგრევის მსხვერპლთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, 147 ადამიანის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. მაშველებმა კიდევ 6 ცხედარი იპოვეს. დაღუპულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომელთა ასაკი 10 და 4 წელია.

მაშველები ადამიანების გადარჩენის იმედს არ კარგავენ და სამძებრო სამუშაოებისას ამწეებს, გაწვრთნილ ძაღლებსა და ინფრაწითელ სკანერებს იყენებენ. ოპერაცია რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნგრევის მიზეზი პროექტირებისას დაშვებული შეცდომაა, რამაც ხელი შეუშალა შენობის ქვემოთ წყლის გადინებას.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიამიში ჩამოშლილი კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს.

შეგახსენებთ, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა გამთენიისას ჩამოინგრა,რა დროსაც მაცხოვრებლების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system