თავში

მაიკ პენსი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას არ გამორიცხავს

მაიკ პენსი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას არ გამორიცხ
მაიკ პენსი აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას არ გამორიცხავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ, აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებას არ გამორიცხავს, რაც მოქმედი პრეზიდენტის გადაყენებას შესაძლებელს გახდის. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 6 იანვარს მომხდარი ამბების შემდეგ, ტრამპი და პენსი ერთმანეთს პირადად არ შეხვედრიან.

ამერიკელების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი პენსით იმედგაცრუებულია, რადგან კაპიტოლიუმში მისი მომხრეების შეჭრის დროს, ვიცე-პრეზიდენტის თანადგომა არ უგრძვნია.

"ტრამპმა პენსი ჩიხში შეიყვანა და ოთხშაბათს კონგრესის ერთობლივი შეხვედრის დროს არჩევნების შედეგების გაუქმება სთხოვა. საპასუხოდ, პენსმა განმარტა, რომ მას ამის გაკეთება არ შეეძლო და კონგრესის წევრებს წერილი მისწერა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ კონსტიტუციას დაიცავდა", - წერს გამოცემა.

აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამას მხარს მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმრავლესობა და თავად ვიცე-პრეზიდენტი დაუჭერს.

შესწორების გამოყენების ინიციატივით დემოკრატები 6 იანვრის დრამატული მოვლენების შემდეგ გამოვიდნენ. დემოკრატები იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას 11 იანვარს გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება, რომელსაც დონალდ ტრამპი არ დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system