თავში

მაიკ პომპეო : ახლა შურისძიების დრო არ არის

​მაიკ პომპეო : ახლა შურისძიების დრო არ არის
მაიკ პომპეო : ახლა შურისძიების დრო არ არის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პასუხისმგებელია, რომ ყველა სახელმწიფო ჯანდაცვის საერთაშორისო წესებს იცავდეს და პასუხი უნდა მოსთხოვოს ყველა ქვეყანას, ვინც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას მალავდა.

პომპეოს თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განიხილება ჯანმოს დაფინანსების საკითხი, თუმცა ახლა, გლობალური პანდემიის ფონზე, ორგანიზაციისთვის დაფინანსების შესამცირებლად, ან მისი ხელმძღვანელის შესაცვლელად, შესაფერისი დრო არ არის. პომპეომ ასევე განცხადება გააკეთა ჩინეთთან დაკავშირებითაც. სახელმწიფო მდივნის თქმით, ვირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის მხრიდან ინფორმაციის დამალვის გამო „ახლა შურიძიების დრო არ არის“. ეს განცხადება პომპეომ თეთრი სახლის ყოველდღიურ ბრიფინგზე გააკეთა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system