თავში

მაიკ პომპეო ბორის ჯონსონთან ჩინეთის საკითხს განიხილავს

​მაიკ პომპეო ბორის ჯონსონთან ჩინეთის საკითხს განიხილავს
მაიკ პომპეო ბორის ჯონსონთან ჩინეთის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. პრემიერ ბორის ჯონსონთან შეხვედრისას მხარეები ჩინეთის მზარდი ძლიერების საკითხსა და ამ გამოწვევასთან გამკლავების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრას წინ უძღოდა ბრიტანეთის გადაწყვეტილება ტელეკომუნიკაციების გიგანტ კომპანია ჩინურ Huawei-ისთან დაკავშირებით. ერთი კვირის წინ ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ Huawei-ის მოწყობილობა-დანადგარების ბრიტანეთის მეხუთე თაობის ტექნოლოგიების (5G) ქსელებიდან მთლიანად ამოღების გადაწყვეტილება მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, 21- საუკუნეში, ჩინეთს აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ კონკურენტად განიხილავს.

ბრიტანეთმა ჩინეთის მიმართ პოლიტიკა კორონავირუსის პანდემიასთან და ჰონგ-კონში უსაფრთხოების ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით გაამკაცრა.

1979 წელს ჩინეთის ეკონომიკა იტალიის ეკონომიკაზე ნაკლები იყო, ტ7უმცა უცხოური ინვესტიციების მოზიდვითა და საბაზრო ეკონომიკის რეფორმირებით ის მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკა გახდა. ჩინეთი, რომლის 15 ტრილიონიანი ეკონომიკა 5-ჯერ დიდია ბრიტანეთის ეკონომიკაზე, აფრთხილებს ლონდონს, რომ Huawei-ის აკრძალვა ინვესტიციებს დააზიანებს.

პომპეო ლონდონში ასევე ჰონგ-კონგის დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტს ნათან ლოუსა და ჰონგ-კონგის უკანასკნელ ბრიტანელ გუბერნატორს ქრის ფათენს შეხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system