თავში

მაიკ პომპეო დღეს უკრაინას ეწვევა - განახლებულია

​მაიკ პომპეო დღეს უკრაინას ეწვევა
მაიკ პომპეო დღეს უკრაინას ეწვევა - განახლებულია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ხვალ, 31 იანვარს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. 12:00 ზელენსკი და პომპეო მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კიევის შემდეგ მაიკ პომპეო მინსკში გაემგზავრება, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდება. 

12:00

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დღეს ვიზიტით უკრაინას ეწვევა. მაიკ პომპეო უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმერ ზელენსკისთან ევროპული უსაფრთხოების საკითხების განხილვას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"30 იანვარს სახელმწიფო მდივანი კიევს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ პრისტაიკოს და თავდაცვის მინისტრ ზაგოროდნიუკს შეხვდება, რათა ხაზი გაუსვას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას აშშ-ს მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რელიგიური, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესწრეების ლიდერებსაც შეხვდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system