თავში

მაიკ პომპეო ფატუ ბენსუდას კორუმპირებულს უწოდებს

მაიკ პომპეო ფატუ ბენსუდას კორუმპირებულს უწოდებს
მაიკ პომპეო ფატუ ბენსუდას კორუმპირებულს უწოდებს

აშშ-ის მოქმედი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს, ფატუ ბენსუდას კორუმპირებულ ქმედებებში მონაწილეობაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის კორუმპირებული, პოლიტიზებული და არაკომპეტენტური. მთავარმა პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება, გარეულია კორუფციული ქმედებებში პირადი სარგებლის მიღების მიზნით და გაფლანგა მილიონები ამერიკელი სამხედროების სისხლის სამართლებრივი მავნებლური დევნით, – წერს პომპეო.

2020 წლის სექტემბერში აშშ-მა ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა, რისი მიზეზიც პროკურორის მიერ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე გამოძიების დაწყება გახდა. ხოლო მანამდე, 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა ფატუ ბენსუდას ავღანეთში ვიზის მოქმედება შეუჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system